სტივენ სპილბერგი პირველი რეჟისორი გახდა, რომლის ფილმებმაც 10 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

საქართველო, თბილისი - 14:52 | 18.04.2018
ნანახია: 1552

სტივენ სპილბერგი პირველი რეჟისორი გახდა, რომლის ფილმებმაც რეკორდული - 10 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. რეკორდის მიღწევაში ყველაზე დიდი როლი შეასრულა მისმა ახალმა ფილმმა Ready Player One, რომლის გაქირავებიდანაც მიღებულმა შემოსავალმა 475 მლნ დოლარი შეადგინა.

კომერციულად ყველაზე წარმატებული ფილმი გახდა 1993 წელს გადაღებული “იურული პერიოდის პარკი“. მან 983, 8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, მას მოსდევს „ინდიანა ჯონსის“ მეოთხე ნაწილი 786,6 მლნ დოლარის შემოსავლით და „უცხოპლანეტელი“ 717 მლნ დოლარის მოგებით.

სულ სპილბერგის ფილმებმა გაქირავებიდან 10,4 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო.

71 წლის სტივენ სპილბერგი თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო რეჟისორად არის აღიარებული. მის ფილმოგრაფიას ეკუთვნის ისეთი კინოპტოექტები, როგორებიცაა „შინდლერის  სია“, „დამიჭირე თუ შეგიძლია“, „უკან მომავალში“, „რიგითი რაიანის გადასარჩენად“, „ყბები“ და სხვა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე