ვახტანგ გომელაურის უწყება ვალდებულია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ შესაბამისი პოლიტიკა გაატაროს - სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:52 | 18.04.2018
ნანახია: 792

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვალდებულებაა, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ შესაბამისი პოლიტიკა გაატაროს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს კითხვით მიმართავს იმის თაობაზე, ვინ არის საქართველოში რუსეთის ინტერესების განმახორციელებელი – არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური ძალები თუ მედია საშუალებები, რომელზეც საუბარია ანგარიშში.

მისივე განცხადებით, ასევე საინტერესოა, ვახტანგ გომელაური საკუთარი უწყების საქმიანობას როგორ აფასებს მაშინ, როცა თავადვე ადასტურებს, რომ ქვეყანაში რუსეთის პოლიტიკური ზეგავლენა იზრდება და სახელმწიფოს პოლიტიკა არ აქვს, რომ რუსეთს იმ ჰიბრიდულ ომში დაუპირისპირდეს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებს.

სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუს-ის წლიურ ანგარიშს დღეს წარადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე