კრისტენ სტიუარტი და ლეა სეიდუ კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრები იქნებიან

საქართველო, თბილისი - 10:43 | 18.04.2018
ნანახია: 2216

კანადელი რეჟისორი დენი ვილნიევი და მსახიობები კრისტენ სტიუარტი და ლეა სეიდუ კანის ფესტივალის ძირითადი კონკურსის ჟიურის წევრები იქნებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ფესტივალის პრეს-სამსახური ავრცელებს. როგორც ცნობილია, ჟიურის თავმჯდომარე ორგზის ოსკაროსანი მსახიობი ქეით ბლანშეტი იქნება.

„კანის 71-ე ფესტივალის ჟიურიმ მიიწვია ხუთი კონტინენტიდან შვიდი ეროვნების ხუთი ქალი და ოთხი მამაკაცი რეჟისორების ფილმების შესაფასებლად, ქეით ბლანშეტის ხელმძღვანელობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჟიურის შემადგენლობა ასე გამოიყურება: ჩინელი მსახიობი ჩანგ ჩენი, ამერიკელი მწერალი, რეჟისორი და პროდიუსერი ავა დიუვერნე, მომღერალი ჰაჯა ნინი ბურუნდიდან, ფრანგი მსახიობი ლეა სეიდუ და მისი ამერიკელი კოლეგა კრისტენ სტიუარტი, ფრანგი რეჟისორი რობერ გედიგიანი, კანადელი რეჟისორი დენი ვილნიევი და რუსი რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი.

კანის 71-ე კინოფესტივალი 2018 წლის 9-20 მაისს გაიმართება.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე