საქართველოში პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი საარსებო მინიმუმია

საქართველო, თბილისი - 09:55 | 18.04.2018
ნანახია: 1327

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საარსებო მინიმუმია დადგენილი, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროკავშირსა და განვითარებად ქვეყნებში. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით „ამერიკის ხმის“ ქართული ბიურო ავრცელებს.

საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის თვიურ საარსებო მინიმუმად 177 ლარია დადგენილი. შედარებისთვის, მეზობელ აზერბაიჯანში საარსებო მინიმუმი 181 მანათი ანუ 257 ლარია, სომხეთში - 51200 დრამი ანუ 256 ლარი, ყაზახეთში 28850 ტენგე ანუ 213 ლარი, რუსეთში - 10524 რუბლი ანუ 411 ლარი და თურქეთში 1628 ლირა - 957 ლარი.

საქართველოში საარსებო მინიმუმის ცვლილება (2004-2018)

ერთ შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის

 2004 – 83 ლარიდან გაიზარდა 97 ლარამდე

 2005 – 96-დან 99-მდე

 2006 – 100-დან 121-მდე

 2007 – 121-დან შემცირდა 116 ლარამდე

 2008 – 123-დან 131-მდე

 2009 – 134-დან შემცირდა 126-მდე

 2010 – 128-დან 150-მდე

 2011 – 153-დან 156-მდე

 2012 – 158-დან შემცირდა 150-მდე

 2013 – 150-დან 155-მდე

 2014 – 155-დან 160-მდე

 2015 – 161-დან 163-მდე

 2016 – 164-დან შემცირდა 162-მდე

 2017 – 166-დან 174-მდე

 2018 – 175-დან 177-მდე




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე