სერჟ სარგსიანი სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად აირჩია

საქართველო, თბილისი - 17:33 | 17.04.2018
ნანახია: 754

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი აირჩია.

ხმის მიცემის შედეგების მიხედვით სარგსიანის კანდიდატურას მხარი 77 დეპუტატმა დაუჭირა, 17-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

სიტყვით გამოსვლისას სარგსიანმა აღნიშნა, რომ პრემიერის პოსტზე მისი პრიორიტეტი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არმიის გაძლიერება და ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება იქნება.

ამასთან ერევანში სარგსიანის პრემიერი პოსტზე არჩევის საწინააღმდეგო აქციები იმართება. აქციები ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკოლ პაშინიანის მიერ არის ორგანიზებული. ის მომიტინგეებს ადმინისტრაციული შენობების, ქუებისა და მეტროსადგურების ბლოკირებისკენ მოუწოდებს. ორშაბათს პროტესტანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებაც მოხდა. არიან დაშავებულები. ოპოზიციის განცხადებით დაკავებულია 30-მდე პირი. ნიკოლ პაშინიანმა სომხეთში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე