სირიის წინააღმდეგ დარტყმების გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ პუტინისთვის გამეგებინებინა, რომ ჩვენ იქ ვართ - მაკრონი

საქართველო, თბილისი - 17:21 | 17.04.2018
ნანახია: 1072

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავი ვლადიმერ პუტინს შეადარა და სირიაში სარაკეტო დარტყმების თემასაც შეეხო. ამის შესახებ რადიოსადგურ RMC-ის ჟურნალისტებმა მაკრონთან ინტერვიუს შემდეგ ისაუბრეს.

ჟურნალისტ ჟან-ჟაკ ბურდენის თქმით, მაკრონმა  ინტერვიუს შემდეგ ჟურნალისტებთან რუსეთის შესახებ ისაუბრა. „მე პუტინის თანასწორი ვარ. ამის გარდა პუტინს ჩემი ესმის“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს.

 „სირიის წინააღმდეგ დარტყმების გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ პუტინისთვის გამეგებინებინა, რომ ჩვენ იქ ვართ. მას ესმის ასეთი დისკურსი. და თქვენ დაინახავთ - ეს გადაწყვეტილება არის იმისთვის რომ სირიაში აღდგეს მშვიდობა“, - ციტირებს ბურდენი მაკრონს.

14 აპრილს აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს სირიის სამთავრობი ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც მათი განცხადებით ქიმიური იარაღის წარმოებისთვის გამოიყენებოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე