სომხეთში „ხავერდოვანი რევოლუცია“ დაიწყო - ოპოზიცია

საქართველო, თბილისი - 15:03 | 17.04.2018
ნანახია: 1081

ერევანში საპროტესტო აქციების ორგანიზატორის, ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, სომხეთში „ხავედროვანი რევოლუცია“ დაიწყო.
„ქვეყანაში შექმნილია რევოლუციური სიტუაციაა და მე ვაცხადებ არაძალადობრივი სახალხო „ხავერდოვანი“ რევოლუციის“ დაწყების შესახებ“, - განაცხადა მიტინგზე პაშინიანმა.

საფრანგეთის მოედანზე, სადაც მიტინგი დაიწყო. რამდენიემ ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი ექს-პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები მსვლელობებს ერევნის ქუჩებშიც აწყობენ. ოპოზცია მიტინგის გადატანას მთავრობის შენობის  წინ გეგმავს.

პაშინიანმა ასევე განაცხადა პროკურატურისა და სააპელაციო სასამართლოს შენობების ბლოკირების შესახებაც. პროტესტანტებმა ალყა შემოარტყეს ახალ სამთავრობო კორპუსს, სადაც რამდენიმე მინისტრი იმყოფება.

პოლიცია ჟურნალისტებს მოუწოდებს უსაფრთხოების მიზნით აქციის მანაწილეებს მოშორდნენ. მანამდე სამართალდამცავები აქციის დაშლის შესახებაც საუბრობდნენ.

პარლამენტის შენობაში იმართება საგანგებო სხდომა, სადაც განიხილება სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევის საკითხი. მისი კანდიდატურა მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ წამოაყენა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე