მამაკაცი ტკივილგამაყუჩებელი წამლის მიღების შემდეგ ჰომოსექსუალად გადაიქცა

საქართველო, თბილისი - 12:24 | 17.04.2018
ნანახია: 1049

21 წლის ბრიტანელი სკოტ პერდი აცხადებს, რომ ჰომოსექსუალი მას შემდეგ გახდა, რაც ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის მიღება დაიწყო. ექიმებმა მას წამალი ფეხის მოტეხილობის გამო დაუნიშნეს. მისი ტთქმით, პრეპარატის მიღების დაწყების შემდეგ ქალებისადმი ინტერესი გაუქრა და საყვარელ გოგონასაც კი დაშორდა.

ახალგაზრდა მამაკაცის თქმით, როდესაც რამდენიმე კვირით წამლის მიღება შეწყვიტა, მამაკაცების მიმართ ინტერესი მაშინვე დაუბრუნდა.

ამის მიუხედავად, მან პრეპარატზე უარი მაინც არ თქვა, რადგან ის კმაყოფილია თავისი სექსუალურობით, მოსწონს მამაკაცებით გატაცება და თავს თავისუფლად გრძნობს.

პრეპარატს, რომელიც პრედის დაუნიშნეს, პანიკური აშლილობისა და ნეიროპათიური ტკივილის სამკურნალოდ იყენებენ. პაციენტთა 1 პროცენტზე მეტი ამ პრეპარატის მიღების შემდეგ ლიბიდოს დაქვეითებასა და ერექტილურ დისფუნქციას უჩივის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე