საქართველოში 17-18 აპრილს უნალექო ამინდს ელოდებიან

საქართველო, თბილისი - 11:05 | 17.04.2018
ნანახია: 895

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 - 18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +21, +26, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +17, +22 გრადუსია მოსალოდნელი. 
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 17 აპრილს +16, ხოლო 18 აპრილს +20 გრადუსია მოსალოდნელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე