„საშიში დედა“ სამი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა

საქართველო, თბილისი - 10:50 | 17.04.2018
ნანახია: 1342

„საშიში დედა“ სამი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა.

ანა ურუშაძის ფილმმა მთავარი ჯილდო Top Golden Gate Prize მიიღო საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის სან ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ფილმმა ასევე მიიღო კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის ჯილდო FIPRESCI ევროპული კინოს ფესტივალზე.

ამასთან, ნამუშევარი ასევე დაჯილდოვდა საუკეთესო დებიუტისთვის საერთაშორისო კინოფესტივალზე Med Cinema Festival of Tetouan.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე