ლარი გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 18:40 | 16.04.2018
ნანახია: 1163

16 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.4172 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4162 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.10 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9886 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9811 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.75 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5901 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.4571 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 17 აპრილიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე