მძარცველს მოპარული ფული ქარმა წაართვა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 16:10 | 16.04.2018
ნანახია: 1118

ბრიტანეთის ქალაქ დროილსდენში უცნობმა პირებმა ტურისტული ფირმა გაძარცვეს, თუმცა ნადავლით ტკბობაში მათ ხელი თვით ბუნებამ შეუშალა. მომხდარის ამსახველი ვიდეო დიდი მანჩესტერის საგრაფოს პოლიციამ გამოაქვეყნა.

როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ერთ-ერთმა მძარცველმა მოპარული ფული შარვლის ჯიბეში დამალა და გაქცევას შეეცადა. მაგრამ ძლიერი ქარის გამო კუპიურები გადმოუცვივდა და მთელს ქუჩაზე მიმოიფანტა.

 მძარცველებმა ფულის შეგროვება სცადეს, თუმცა ძლიერი ქარის გამო ჩანაფიქრზე ხელი მალევე აიღეს და გაიქცნენ.

პოლიციის ცნობით, ბოროტმოქმედები ავტომობილით მიიმალნენ. დანაშაული 17 მარტს მოხდა, მაგრამ მძარცველების დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე