ბალტიის ზღვაში უძველესი განძი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 15:46 | 16.04.2018
ნანახია: 1047

მეათე საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული უდიდესი საგანძური აღმოაჩინეს ბალტიის ზღვაში გერმანულ კუნძულ რიუგენზე. მეკლენბურგის ფედერალური ოლქის კულტურის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ განძთსაცავში ინახებოდა 600 ვერცხლის ნივთი, მათ შორის მონეტები და სამკაულები.
100-მდე მონეტა დანიისა და ნორვეგიის მეფის ჰარალდ I-ის დროს არის დამზადებული. ეს ყველაზე დიდი აღმოჩენაა ბალტიის ზღვაში.

უძველესი განძის კვალზე არქეოლოგები მათმა მოყვარულმა კოლეგამ - 13 წლის მოსწავლემ დააყენა.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე