ანკარა ნატოში საქართველოს გაერთიანებას მხარს უჭერს - მევლუთ ჩავუშოღლუ

საქართველო, თბილისი - 15:34 | 16.04.2018
ნანახია: 801

ანკარა ნატოს გაფართოების მომხრეა და მხარს უჭერს ალიანსში საქართველოს, მაკედონიის, ბოსნია და ჰერცოგოვინას გაერთიანების კურსს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

 „ჩვენ ნატოს გაფართოების მომხრე ვართ და მხარს ვუჭერთ ალიანსში საქართველოს, ბოსნია და ჰერცოგოვინასა და მაკედონიის გაერთიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ  ანკარაში ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე. სტოლტენბერგი თურქეთის დედაქალაქში ვიზიტით იმყოფება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე