რუსეთს კარგი მეგობრები არ ყავს - ნიკი ჰეილი

საქართველო, თბილისი - 15:13 | 16.04.2018
ნანახია: 829

გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ რუსეთს კარგი მეგობრები არ ყავს. Fox News-ის ცნობით, მან ეს სიტყვები იმის კონტექსტში წარმოთქვა, რომ რუსეთი ასადის მომხრეა.

ჰეილიმ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბულია, განსაკუთრებით სირიაში სარაკეტო დარტყმების შემდეგ, თუმცა ამერიკის მხარე მდგომარეობის გაუმჯობესების იმედს არ კარგავს.

მანამდე ჰეილიმ ახალი ანტირუსული სანქციები დააანონსა, რომელიც დღეს, 16 აპრილს გამოცხადდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე