პოლიციელი, რომელმაც არასრულწლოვანის თანდასწრებით ცოლს სცემა, დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:35 | 16.04.2018
ნანახია: 883

ახალციხის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი და მისი ძმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 

საზოგადოებრივის ინფორმაციით, მას არასრულწლოვნების თანდასწრებით ცოლის ცემაში ედება ბრალი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორივე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც ქალს ცემეს.

შემთხვევა 9 აპრილს მოხდა. ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 13 აპრილს შეეფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე