გედევან ფოფხაძე არის ცილისმწამებელი - სოფო კილაძე

საქართველო, თბილისი - 13:29 | 16.04.2018
ნანახია: 861

გედევან ფოფხაძე არის ცილისმწამებელი კაცი, ჭორაობასა და ცილისწამებას ურჩევნია საქმე აკეთოს, რაშიც ის ხელფასს იღებს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ მისი პირველი მოადგილის გედევან ფოფხაძის ბრალდებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ფაქსიმილეს გაყალბებას ეხება.

კილაძე ფოფხაძის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ის რაზეც ფოფხაძე საუბრობს, მხოლოდ ცილისწამებაა.

მისივე თქმით, მას ფაქსიმილეს გაყალებება არ შეეძლო, რადგან ქვეყანაში ფიზიკურად არ იმყოფებოდა.

"ვიყავი ჩინეთში და თუ ჩინეთიდან შეიძლება ფაქსიმილეს გაყალბება, მაშინ კი ბატონო, დანაშაული ჩამიდენია. გარდა ამისა, იურისტმა კაცმა უნდა იცოდეს, რომ თუ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და ის ამას ფარავდა, თავად უნდა მიეცეს პასუხისგებაში. მაშინ გედის პასუხისმგებლობაზეც ვიფიქროთ”, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ მივლინებაში ყოფნის დროს, სოფო კილაძემ ნებართვის გარეშე მისი ფაქსიმილე გამოიყენა.

"მე ვერ გავიგე ეს რატომ გააკეთა და აღარ მაინტერესებდა ამ ადამიანთან ურთიერთობა. მოვიკითხე, ვთქვი "ხალხო ამას რატომ აკეთებს ეს ადამიანი?", ეს ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე