რატომ იყენებენ მხოლოდ 4 ფერის პასპორტს

საქართველო, თბილისი - 13:12 | 16.04.2018
ნანახია: 1338

დღესდღეობით, მსოფლიოში მხოლოდ ოთხი ფერის პასპორტს იყენებენ - წითელი, ლურჯი, მწვანე და შავი. ქვეყნები პასპორტის ფერებს თავად განსაზღვრავენ და  ამისთვის სხვადასხვა მიზეზი აქვთ.

წითელი/ბორდოსფერი

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სწორედ წითელი ფერის პასპორტები. მეტწილად ამ ფერის პასპორტებს ის ქვეყნები იყენებენ, რომლებსაც კომუნისტური წარსული ჰქონდათ ან ახლაც კომუნისტური რეჟიმის ქვეშ იმყოფებიან. მაგალითად.: ჩინეთი, რუსეთი, ლატვია, რუმინეთი, პოლონეთი, საქართველო. წითელი ფერის პასპორტი აქვს სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანას: ბოლივია, კოლუმბია, ეკვადორი, ვენესუელა.

ლურჯი

წითელი ფერის შემდეგ, ლუჯი ყველაზე გავრცელებული პასპორტის ფერია. როგორც ამბობებ, ლურჯი ახალი სამყაროს სიმბოლოა. აშშ-ი სწორედ ლურჯი ფერის პასპორტს იყენებს. გარდა აშშ-ისა, ლუჯი ფერის პასპორტები აქვთ ბრაზილიას, არგენტინას, პარაგვაის.

მწვანე

მწვანე ფერის პასპორტებს ძირითადად მუსულმანური ქვეყნები იყენებენ. მწვანეს წინასწარმეტყველ მუჰამედის საყვარელ ფერად მიიჩნევენ და თვლიან, რომ ის სიცოცხლისა და ბუნების სიმბოლოა. მწვანე შეფერილობის პასპორტები აქვთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაშიც: ნიგერია, სენეგალი, ბურკინა ფასო.

შავი

შავი შეფერილობის პასპორტი ყველაზე იშვიათია. ძირითადად იყენებენ აფრიკული ქვეყნები - გამბია, ბურუნდი, ანგოლაა, ჩადი, კონგო და ა.შ. შავი პასპორტები აქვთ ასევე ახალ ზელანდიაში, ეს ფერი მათი ეროვნული ფერია.

პასპორტების რუკა

Image result for color passport map




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე