ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 12:39 | 16.04.2018
ნანახია: 842

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

საზოგადოებრივის ინფორმაციით, მელიქიშვილისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაზიანდა ცალკე მდგომი კიდევ ერთი მანქანა.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულების ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, პაციენტებს მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე