ზურაბ ჯაფარიძე "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატია

საქართველო, თბილისი - 12:08 | 16.04.2018
ნანახია: 897

"გირჩმა" 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძე წარადგინა. ინფორმაცია ამის შესახებ "გირჩის" ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

"პრეზიდენტს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეუძლია. როგორც თავდაცვაზე მთავარი პასუხისმგებელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში თავდაცვის დაფინანსება გაორმაგდეს. სრულად გავაუქმებ სამხედრო-სავალდებულო სამსახურს და ეს იქნება პირდაპირ პრეზიდენტის კომპეტენცია. შეწყალების უფლების გამოყენებით შევიწყალებ ყველას, ვისაც რაიმე სასჯელი აქვს დაკისრებული ნარკოდანაშაულის გამო იქამდე ვიდრე ხელისუფლება არ დათანხმდება ადამიანურ ნარკოპოლიტიკას. ვეტოს უფლებით გავაჩერებ მავნებლური კანონების მიღებას ანუ პრაქტიკულად ყველა კანონს, რომელიც იქნება თავისუფლების შემზღუდავი, ვივლი ასეთი კანონების განხილვაზე საქართველოს პარლამენტში და დავიცავ საღ აზრს 150 პარლამენტარის წინაშე. თვეში ერთხელ, სათითაოდ შევხვდები ყველა მინისტრს და გამოვკითხავ თუ რას აკეთებს, რაში ხარჯავს ხალხის ფულს და ამ ყველაფრის ჩვენება მოხდება Facebook Live-თ“, - ნათქვამია განცხადებაში. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე