ბანკები გაკოტრებისთვის განწირულ მოსახლეობას თავზე სესხებს ახვევენ - ფინანსთა მინისტრი

საქართველო, თბილისი - 11:43 | 16.04.2018
ნანახია: 1894

ბანკები გაკოტრებისთვის განწირულ მოსახლეობას თავზე სესხებს ახვევენ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით,  ბანკების მიერ ხდება ფოკუსირება წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული მოსახლეობისთვის თავზე სესხების მოხვევაში.

„ სწორედ ამ დროს იქმნება სიტუაცია, როდესაც საბანკო სისტემა არის არა ეკონომიკის განვითარების ძალა, არამედ მუხრუჭი.  ეს არის მძიმე და კლასიკური შემთხვევა რაც ჩვენ დაგვემართა სწრაფი სესხების შემთხვევაში. ეს არის გამოწვევა, რომელსაც შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება", - განაცხადა ბახტაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე