თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველო, თბილისი - 09:53 | 16.04.2018
ნანახია: 724

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია​​. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსმა, ანდრე ქუჯაიძემ განუცხადა. ცეცხლი მარილის საწყობში 600 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე იყო გავრცელებული. 

ადგილზე მობილიზებული იყო 11 სახანძრო ჯგუფი, ორი – სამაშველო. მუშაობდა 50 მეხანძრე-მაშველი. გავრცელებული ცნობით, საწყობში მარილის გარდა არაფერი ინახებოდა. 

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. თევდორე მღვდლის ქუჩაზე​ ხანძარი გუშინ გვიან გაჩნდა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე