ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების საქმეზე პრეზიდენტი განცხადებას ხვალ გააკეთებს

საქართველო, თბილისი - 21:25 | 15.04.2018
ნანახია: 716

საქართველოს პრეზიდენტრის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების საქმეზე პრეზიდენტი განცხადებას ხვალ გააკეთებს. 

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული. მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა. აღნიშნულის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც შინაგან მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული 2015 წელს დამნაშავედ იყო ცნობილი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე