ხობში ბოძის შეჯახების შედეგად ავტომანქანა არხში გადავარდა - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 18:27 | 14.04.2018
ნანახია: 799

ხობში ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბოძს შეეჯახა და არხში გადავარდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი. დაშავებულები ხობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე