ვაკეში მოკლული ქალის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა

საქართველო, თბილისი - 13:46 | 14.04.2018
ნანახია: 1115

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის ცხედარს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექპერტიზა ჩაუტარდა.

გოგონას ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული.  

გამრეკელაშვილის ცხედარს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში დღეს გადაასვენებენ.

არსებული ინფრომაციით,  25 წლის გოგოს ყელი გუშინ, მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ გამოჭრეს. ერთ-ერთი ვერსიით, სავარაუდო დამნაშავე მოკლულის მამინაცვალია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 13 აპრილს ვაკეში მომხდარ, 1993 წელს დაბადებული თ.გ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.

თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა.

პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე