ტიტანიკის ჩაძირვიდან 106 წელი გავიდა

საქართველო, თბილისი - 13:32 | 14.04.2018
ნანახია: 1181

106 წლის წინ ტიტანიკი აისბერგს დაეჯახა. შემთხვევა 1912 წელის 14 აპრილს მოხდა, რამაც საბოლოო ჯამში საბოლოო ჯამში ტიტანიკის ჩაძირვა და ხალხის დაღუპვა გამოიწვია.

ტიტანიკი ეს იყო ოლიმპიკის კლასის ინგლისური ლაინერი,  XX საუკუნის დასაწყისისთვის უდიდესი სამგზავრო გემი. მისი მფლობელი იყო კომპანია White Star Line.

ტიტანიკი 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა. ვიდრე დასავლეთისკენ გაეშურებოდა, გზაზე შერბურსა (საფრანგეთი) და კვინსტაუნში შეიარა და მგზავრები აიყვანა. გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40-ზე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. 1912 წლის 15 აპრილის დილით გემი ჩაიძირა, შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ. ჩაძირვამ 1,517 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია (სულ 2,223 მგზავრი), რაც ტიტანიკის კატასტროფას ერთ-ერთ უდიდესს ხდის საზღვაო ისტორიაში. დიდი მსხვერპლი ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ აღმოჩნდა. ნავების რაოდენობა სულ 1.178 ადამიანზე იყო გათვლილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე