საქართველოში დღეს დედა ენის დღე აღინიშნება

საქართველო, თბილისი - 13:28 | 14.04.2018
ნანახია: 863

საქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები ტრადიციულად თბილისში დედაენის ძეგლთან გაიმართება.

დედა ენის დღეს საქართველოში 1978 წლიდან აღინიშნება. ზუსტად 37 წლის წინ საქართველოს მოსახლეობა ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების წინააღმდეგ გამოვიდა. 1978 წლის 14 აპრილს რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 ათასი ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში კომუნისტურმა მთავრობამ უკან დაიხია.

მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეეები ხელისუფლებისგან საქართველოში ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას კატეგორიულად მოითხოვდნენ. მთავრობა იძულებული გახდა საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. 

მის პირობა მათ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ მისცა და ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოცხადდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე