მობილური ინტერნეტის მომხარებლების რაოდენობა 2 მილიონით, ფიქსირებულის კი ნახევარი მილიონით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 23:40 | 13.04.2018
ნანახია: 975

2010 წლიდან დღემდე ფიქსირებული ინტერნეტის მომხარებლების რაოდენობა ნახევარი მილიონით არის გაზრდილი, მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა კი - ორი მილიონით. დღეს მობილურ ინტერნეტს 2, 860,325,00 ადამიანი მოიხმარს. ეს ინფორმაცია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ გააჟღერა.

„2010 წლიდან დღემდე 500 ათასი აბონენტით (ოჯახით) გაიზარდა ფიქსირებული ინტერნეტის მომხარებლების რაოდენობა, მობილური ინტერნეტის მომხარებელთა რაოდენობა კი ორი მილიონით არის გაზრდილი. ჩვენ ვიცით, რომ თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტი ასრულებს ძალიან დიდ როლს, მომხამრებელი გადასულია სმარტფონებით და ტაბლეტებით ინფორმაციის მიღებაზე, მთლიანად არის  ინფორმციის მიღების ქცევა შეცვლილი. ამიტომ ამ ეპოქაში, როდესაც საქართველოში 2 მილიონით არის სმარტფონზე ინფორამციის მომხარებლების რაოდენობა გაზრდილი, საუაბრი იმაზე, რომ სადღაც რაღაც უნდა შევზღუდოთ, პროპოაგანდა იქნება ეს თუ ტყუილი - არა რეალურია“- განაცხადა „კვირის ინტერვიუში“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე