Freedom House-მა მედიაში არსებული რეალობა არა რეალურად აღწერა - კახა ბექაური

საქართველო, თბილისი - 23:37 | 13.04.2018
ნანახია: 1661

“ფრიდომ ჰაუსმა” მედიაში არსებული რეალობა არა რეალურად აღწერა” - ეს განცხადება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ირაკლი აბსანძის კვირის ინტერვიუში სტუმრობისას გააკეთა.

“ფრიდომ ჰაუსმა” მედიაში არსებული რეალობა არარეალურად აღწერა. მესმის, რომ ეს გამოწვეულია იმ საინფორმაციო წყაროებით, რომლებმაც ინფორმაცია მიაწოდეს, ესენი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ, რომ  ტყული ეთქვა “ფრიდომ ჰაუსისთვის” იმ მედია გარემოს შესახებ, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც ასეთი ლიბერალურია. იმედია “ფრიდომ ჰაუსი” დაფიქრდება და კითხვებს დასვამს, რატომ არის ეს დასკვნა არარეალური. იქ ძალიან დიდი ცდომილებებია, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაწილში. წერენ, რომ შეწყვიტეთ პარლამენტის სხდომების ტრანსლირება, რაც არ არის სიმართლე და არ ეპატიება ასეთი დონის ორგანზიაციას, იმედია, ის დაინტერესდება და გადაამოწმებს ამ ინფორმციებს” -  განაცხადა კვირის ინტერვიუში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე