რუსეთი შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციიდან ერთ-ერთი თანამშრომლის გაწვევას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 21:28 | 13.04.2018
ნანახია: 747

რუსეთი შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციიდან ერთ-ერთი თანამშრომლის გაწვევას ითხოვს.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, შესაბამისი ნოტა 13 აპრილს რუსეთში შვეიცარიის საქმეებში დროებით რწმუნებულს პატრიკ ფრანცენს გადაეცა.

„სკრიპალების საქმის“ გამო ჩვენი ქვეყნის მისამართით დიდი ბრიტანეთის მხრიდან გაჟღერებელი დაუსაბუთებელი ბრალდებებთან დაკავშირებით, საქართველოს მხრიდან შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლის უსაფუძვლო გაძევებაზე საპასუხოდ რუსულმა მხარემ მოსკოვში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პირად გამოაცხადა. მან რუსეთის ტერიტორია 7 დღის ვადაში უნდა დატოვოს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 29 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პიროვნებად გამოაცხადა და მოითხოვა, რომ მას საქართველო 7 დღის ვადაში დაეტოვებინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე