საქართველოს პრეზიდენტმა პროფესორი მიხაელ იაკობუს ლენტცე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველო, თბილისი - 16:05 | 27.11.2015
ნანახია: 1494

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისათვის მედიცინის დოქტორი,პედიატრიის დამსახურებული პროფესორი მიხაელ იაკობუს ლენტცე ბრწინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი აბაშიშვილმა, დღეს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში,პროფესორ მიხაელ იაკობუს ლენტცეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, პირადად გადასცა.
თავის მხრივ პროფესორმა ლენტცემ საქართველოს პრეზიდენტს საპატიო ჯილდოსათვის მადლობა გადაუხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე