ვაკეში 22 წლის გოგოს ყელი გამოჭრეს

საქართველო, თბილისი - 20:42 | 13.04.2018
ნანახია: 841

თბილისში, ბარნოვის 77-ში 22 წლის გოგოს ყელი გამოჭრეს. შემთხვევა დაახლოებით 18:30 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონას ყელი 2 შვილის თანდასწრებით გამოჭრეს.

შსს-ს ინფორმაციით სავარაუდო მკვლელის ვინაობა დადგენილია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე