„როგორც ქუხს, ისე არ წვიმს“ - ირაკლი სესიაშვილი უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებაზე

საქართველო, თბილისი - 12:31 | 13.04.2018
ნანახია: 1679

განსხვავებული აზრების არსებობა მისასალმებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.  მისივე თქმით, „როგორც ქუხს, ისე არ წვიმს“.

„პირველ რიგში ვიტყვი, რომ „როგორც ქუხს, ისე არა წვიმს“. აზრთა სხვადასხვაობას ჩვენ არასდროს არ შევუშინდებით. განსხვავებული აზრების არსებობა მისასალმებელია. ამ შემთხვევაში ადგილი ქონდა ემოციურ ფონს და ამაშიც კატასტროფული არაფერია. პარტიული დისციპლინა საერთაშორისოდ მიღებული პრინციპია. ჩვენ ეთიკის ნორმებს შინაგანი რწმენით დავარეგულირებთ, თუ წესების ფორმაზე ჩამოვყალიბდებით, ამაშიც ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე