იუსტიციის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:47 | 13.04.2018
ნანახია: 845

იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების კოპენჰაგენში მიმდინარე ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კოლეგებთან პირისპირ შეხვედრები გამართა. თეა წულუკიანი თურქეთის იუსტიციის მინისტრ აბდულჰამიდ გიულს შეხვდა და სახელმწიფოებს შორის სამართლის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების საკითხი განიხილა.

„თურქეთის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრისას განხილვის მთავარი თემა სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობა იყო, ასევე, იმ ანგარიშგასაწევ საკითხებზე თანამშრომლობა, რაც ორივე ქვეყანას გვაღელვებს, რადგანაც მეზობელი სახელმწიფოები ვართ და ორგანიზებულ დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის პროკურატურის ორგანოები, უშიშროების სამსახურები და იუსტიციის სისტემები  კარგად თანამშრომლობენ, და რომ ეს თანამშრომლობა, მათ შორის, ექსტრადიციის საკითხში, უნდა გაძლიერდეს და გააქტიურდეს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

დანიის დედაქალაქში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე