საპატრიარქოს სოფელ მოხეში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადაეცა

საქართველო, თბილისი - 11:09 | 13.04.2018
ნანახია: 790

საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურმართლმადიდებელ ეკლესიას ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხეში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა.

ამის შესახებ მთავრობის განკარგულება 12 აპრილს გამოქვეყნდა.

საპატრიარქოსთვის გადაცემული მიწის საერთო ფართობი 4926 კვ.მ-ია.

განკარგულების შესრულების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე