რა გიშლით ხელს წონის დაკლებაში

საქართველო, თბილისი - 19:33 | 12.04.2018
ნანახია: 1094

გასახდომად სხვადასხვა დიეტას მიმართავთ, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოა? შესაძლოა, თქვენ არღვევთ ჯანსაღი ცხოვრების ელემენტარულ წესებს. გაიგეთ, რა არ ჰყოფნის თქვენს ორგანიზმს და რა გიშლით ხელს, განთავისუფლდეთ ზედმეტი წონისგან.

უძილობა

ღრმა ძილის დროს ზრდის ჰორმონი გამომუშავდება, რაც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. კარგი ძილი ხელს უწყობს ტვინის უჯრედების განახლებას, რაც, ასევე, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. დამტკიცებულია, რომ ადამიანები, რომლებიც კარგად გამოძინებას ვერ ახერხებენ, მიდრეკილი არიან ზედმეტი წონისკენ.

კალორიების ნაკლებობა

დღე-ღამეში 12000-ზე ნაკლები კალორიის მიღებისას თქვენი ორგანიზმი გაძლიერებულად იწყებს მის დაგროვებას, რაც ანელებს ამ კალორიების დაწვის პროცესს.

სითხის ნაკლებობა

იმის გარდა, რომ წყალი უზრუნველყოფს შინაგანი ორგანოების ჯანმრთელობას, ის ასევე აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს წონის დაკარგვას.

ცილის ნაკლებობა

სხეულის ერთ კილოგრამზე დღეში 2 გრამი ცილა უნდა მიიღოთ. მისი ნაკლებობის შემთხვევაში ორგანიზმში ცხიმების დაწვა გაცილებით ნელა მიმდინარეობს.

ბოსტნეულისა და ხილის ნაკლებობა

ნებისმიერი დიეტისას აუცილებელია დღეში ერთი ხილისა და ერთი ბოსტნეულის მიღება. ეს გააძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და სისხლში ინსულინის დონეს დაარეგულირებს.

არასწორი კვება

შეეცადეთ, ოთხ საათში ერთხელ მცირე ულუფებით იკვებოთ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე