შსს-მ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 18:09 | 12.04.2018
ნანახია: 820

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელთან, თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილებაში გამოძიება დაიწყო ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 11 აპრილს მედიით გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი - თ.ე. თავის თანამშრომელს - ბ.ე.-ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე