ევროკავშირმა საქართველოს 45 მილიონი ევრო გამოუყო

საქართველო, თბილისი - 14:11 | 12.04.2018
ნანახია: 767

ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, ეკონომიკური მხარდაჭერის მიზნით, საქართველო მიკროფინანსური დახმარებით უზრუველყოს. ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის განცხადებაში. 

„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უზრუნველყოს მიკროფინანსური დახმარება საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს ოდენობით. რაც დაეხმარება საქართველოს დაძლიოს ფინანსური პრობლემები. ჩვენ გვინდა მხარი დაუჭიროთ საქართველოს ეკონომიკურ სტაბილურობას და მის სტრუქტურული რეფორმის პროგრამას“ - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი მსგავს დახმარებას უწევს ქვეყნებს, რომელთაც აქვთ გადახდის ბალანსის სირთულეები. თუმცა ეს ეხებათ მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომელთაც საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან აქვთ მხარდაჭერა. ეს უკვე მესამე ოპერაციაა საქართველოსთვის 2008 წლის შემდეგ.

ევროკავშირმა საქართველოს ეს პროგრამა გასული წლის სექტემბრის ბოლოს შესთავაზა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე