26 მაისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებით განათდება

საქართველო, თბილისი - 14:16 | 11.04.2018
ნანახია: 1147

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხიელ ჯანელიძის ინფორმაციით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები, საქართველოს დროშის ფერებით განათდება.

მისივე თქმით, მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოსთან მეგობრობის სიმბოლოდ განთავსდება მემორიალური დაფები, ხოლო  სასწავლებლებში გაიხსნება ქართული კუთხეები. ვილნიუსში კი, საქართველოს სახელობის ქუჩის გაიხსნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე