ბექა ნაცვლიშვილმა შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს

საქართველო, თბილისი - 13:37 | 11.04.2018
ნანახია: 741

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ამ ეტაპზე, მმართველ გუნდში არ არის ისეთი მასშტაბის დაპირისპირება, რომ ამას გუნდის დაშლა მოჰყვეს.

"იდეოლოგიური და ღირებულებითი განსხვავება ყველაზე ხშირად ჩვენ გვაქვს ხოლმე მმართველ გუნდთან.

თუ ვინმე უნდა გასულიყო მაშინ ჩვენ ვიყავით, იმიტომ რომ ასეთი განსხვავებებია. შეიძლება ეს მომავალში მოხდეს, მაგრამ ახლა არ არის იმ მასშტაბის დაპირისპირება, რომ ამას გუნდის დაშლა მოჰყვეს.

ოდნავ მაინც განცდა რომ გამიჩნდეს, რომ ვიღაცას ვინმე მიტმასნილი ჰგონია გუნდთან და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბირთვია... და ამ ბირთვზე მიტმასნილი ჰგონია სხვა ადამიანები - პირველი მე ვიქნები და დარწმუნებული ვარ ჩემი თანაგუნდელები უმრავლესობას დატოვებენ", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე