პერუში ახალი უჩვეულო გეოგლიფები აღმოაჩინეს (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 16:04 | 06.04.2018
ნანახია: 1404

პერუელმა არქეოლოგებმა ნასკას პლატოზე 50 უჩვეულო გეოგლიფი აღმოაჩინეს. საინტერესოა, რომ ზოგიერთი მათგანი მანამდე აღმოჩენილ ნახატზე გაცილებით დიდი ხნისაა. ამის შესახებ გამოცემა National Geographic-ი იუწყება. 

 

 

 

 

 

 

 

 

Фото: © Luis Jaime Castillo, Palpa Nasca Project / National Geographic
 
Фото: © Luis Jaime Castillo, Palpa Nasca Project / National Geographic

გეოგლიფები მიწაზე გამოსახული გეომეტრიული ნახაზები ან ფიგურებია. ზოგიერთი მათგანი იმდენად დიდია, რომ მათი დანახვა მხოლოდ ჰაერიდან შეიძლება. ნასკას ნახატები წარმოადგენს გეოგლიფების ჯგუფს, ხაზების, გეომეტრიული ფიგურებისა და ცხოველებისა და ადამიანების პრიმიტიულ გამოსახულებებს.პირველად ისინი 1939 წელს აღმოაჩინეს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მათი ასაკი ორი თას წელს შეადგენს. 

Фото: © Luis Jaime Castillo, Palpa Nasca Project / National Geographic
 
Фото: © Luis Jaime Castillo, Palpa Nasca Project / National Geographic
 ახალი გეოფლიფები, რომლებიც უმეტესად პარაკასის მეომრებს გამოსახავენ, უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით, ფოტოაპარატებითა და 3D-სკანერებით აღმოაჩინეს. ეროზიის გამო ნახატები ისეთი მკვეთრი არ იყო, როგორც ნასკას ცნობილი ხაზები, ამიტომ თვითმფრინავიდან მათი დანახვა შეუძლებელი იყო. 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე