ლეონარდო დი კაპრიო ახალი როლისთვის საგულდაგულოდ ემზადება

საქართველო, თბილისი - 15:57 | 06.04.2018
ნანახია: 1216

მსახიობ ლეონარდო დი კაპრიოს კვენტინ ტრანტინოს ახალ ფილმში „ერთხელ ჰოლივუდში“ მთავარი როლი შესთავაზეს. ახლა ვარსკვლავს მოუწევს თავის სხეულზე საგულდაგულოდ იზრუნოს.

43 წლის მსახიობმა დაიქირავა საუკეთესო ფიტნეს-ტრენერი და უმკაცრეს დიეტაზე დაჯდა. წონაში შესამჩნევად მომატებული მსახიობი ახლა თითქმის შიმშილობს და ყოველ დილით ისეთ ვარჯიშებს მიმართავს, რომლებსაც მხოლოდ არმიაში იყენებენ.

ტარანტინოს ახალ ფილმში მოქმედება ლოს-ანჯელესში 1969 წელს ვითარდება, როდესაც ჰიპი პოპულარობის პიკზე იყო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე