რა ურთიერთობა აქვს ბრედ პიტს 42 წლის არქიტექტორთან - მედია მსახიობის ახალ რომანზე წერს

საქართველო, თბილისი - 15:27 | 06.04.2018
ნანახია: 1838

ბრედ პიტს სულ უფრო ხშირად ხედავენ ნერი ოქსმანთან ერთად. 42 წლის ნერი მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორია.

ჟურნალისტების ცნობით, პიტმა ოქსმანს არქიტექტურულ პროექტში თანამშრომლობისთვის მიმართა. ისინი ერთად მუშაობენ ეკოლოგიური სახლების აშენების იდეაზე. მანამდე ამ მიზნით მსახიობმა საქველმოქმედო ფონდი Make it Right-ი დააფუძნა.

ამერიკელი ჟურნალისტები ინსაიდერებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ ბრედმა და ნერიმ საერთო ენა მალე გამონახეს, ჰოლივუდის მსახიობი კი დაინტერესებულია მასთან დიდი დროის გატარებით.

 „ეს მეგობრობაა პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ისინი ერთმანეთის მიმართ სიმპატიას გრძნობენ. ნებისმიერ მომენტში მათ შესაძლოა ნაბიჯი  უფრო რომანტიკული ურთიერთობისკენ გადადგან“, - წერს ამერიკული მედია.

ხმები პიტის ახალი რჩეულის შესახებ დიდი ხანია ვრცელდება. მარტში პაპარაცებმა ბრედ პიტი მსახიობ ჯენიფერ ენისტონთან ერთად შენიშნეს, მაგრამ შემდეგ მათი შერიგების შესახებ ხმები მალევე უარყვეს. მსახიობი ასევე დააწყვილეს ჯენიფერ ლოურენსთან და მონაკოს პრინცესა შარლოტა კაზირაგისთან, თუმცა ეს ხმებიც არ დადასტურდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე