მამაკაცი გულის 18-საათიანი გაჩერების შემდეგ გადარჩა

საქართველო, თბილისი - 13:26 | 06.04.2018
ნანახია: 1702

საფრანგეთში 53 წლის მამაკაცი გულის 18-საათიანი გაჩერების შემდეგ გადარჩა. მას ჰიპოთერმიის - სხეულის დაბალი ტემპერატურის გამო გაუმართლა.
შემთხვევა მდინარე ორბის ნაპირას მოხდა. მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ოჯახის წევრებმა მდინარის ნაპირას იპოვეს. მისი სხეულის ტემპერატურა 22 გრადუსს შეადგენდა. ქალაქ ბეზიეს საავადმყოფოს ექიმებმა გულის მასაჟი გაუკეთეს, შემდეგ კი მონპელიეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი გული გაჩერებიდან 18 საათის შემდეგ კვლავ აძგერდა.  

ექიმების თქმით, მამაკაცი სწორედ სხეულის დაბალი ტემპერატურის წყალობით გადარჩა. „ჰიპოთერმია ანელებს ორგანიზმის მუშაობას, ეს შენელება კი დაავადების შედეგებს სპობს. ეს ერთგვარი გაყინვაა“, - განმარტა გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის თანამშრომელმა.

ექიმების თქმით, როდესაც ადამიანი ცივ წყალში ხვდება, იწყება ორგანიზმის გადაციება. ამ შემთხვეაში ექიმებს შეუძლიათ ხანგრძლივ რეანიმაციას მიმართონ, ნელა გაათბონ სხეული. ამის შემდეგ კი მოლოდინი იმისა, რომ პაციენტი ყოველგვარი გართულებების გარეშე სიცოცხლეს დაუბრუნდება, ძალიან დიდია. თუმცა ექიმები აღიარებენ, რომ გულის 18-საათიანი გაჩერების შემდეგ ცოცხლად გადარჩენა უცნაური შემთხვევაა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე