თურქეთში პოლიციასა და ქურთებს შორის შეტაკება მოხდა

საქართველო, თბილისი - 14:11 | 27.11.2015
ნანახია: 1693

თურქეთის ქალაქ დიარბაქირში ქურთებსა და თურქეთის პოლიციას შორის მომხადარი შეტაკების შედეგად ერთი ქურთი ამბოხებული დაიღუპა.
Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც უცნობმა პირებმა პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგფად დაიჭრა სამი პოლიციელი.

დიარბაქირში ქურთთა მუშათა პარტიის აქტივისტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებმა რეგულარული სახე მიიღო. ქალაქში ხშირად მოქმედებს კომენდანტის საათი.

თურქეთში ქურთებთან კონფლიქტი 1984 წელს დაიწყო, რომელმაც უკვე 40 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე