მამაკაცს სიყვარულის გამო წლინახევრით პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 15:12 | 05.04.2018
ნანახია: 1428

საფრანგეთის მკვიდრს ერთწლიანი პატიმრობა იმის გამო მიუსაჯეს, რომ მან საყვარელ ქალს განშორების შემდეგ ხუთი თვის განმავლობაში  4 500 სატელეფონო შეტყობინება გაუგზავნა. ამის შესახებ გაზეთი  Depeche წერს.
წყვილი ერთმანეთს წელიწადნახევრის განმავლობაში ხვდებოდა.

 „მამაკაცმა, რომელიც ბუნებით ეჭვიანი იყო, განშორებას ვერ გაუძლო. მან ყოფილ შეყვარებულს 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე 416 -ჯერ დაურეკა, 317 mms და 4252  sms გაუგზავნა“, - წერს გამოცემა.

ის საყვარელი ქალის ნახვის მიზნით, მის სახლში შეიპარა, საწოლში დააწვინა, ხელები შეუკრა და პოლიციაში დარეკვის ნებას არ აძლევდა.

 „ის ჩემთვის იყო შექმნილი, მე მორწმუნე ვარ. ის 25 დეკემბერს დაიბადა, ისევე როგორც იესო ქრისტე.  როგორც მემ ისიც ლომია. მე მისით მოჯადოებული ვიყავი“, - განაცხადა მამაკაცმა სასამართლოზე.

მოსამართლის შენიშვნაზე იმის შესახებ რომ „ სიყვარულის ავადმყოფობა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, ეს შემთხვევა კი უკვე ძალადობაა“, - მამაკაცმა უპასუხა, რომ გრძნობა მასზე ძლიერი აღმოჩნდა.

ტულუზის სასამრთლოს გადაწყვეტილებით, უიმედოდ შეყვარებულ ფრანგ მამაკაცს წლინახევრით პატიმრობა მიესაჯა, აქედან ექვსი თვე პირობითი სასჯელი განესაზღვრა. მამაკაც ასევე აეკრძალა თავის ყოფილ შეყვარებულთან მიახლოება.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე