მკვეთრი ზომებია მისაღები იმისათვის, რომ მომავალში მოხდეს ასეთი სამწუხარო ტრაგიკული ფაქტების პრევენცია - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 13:58 | 05.04.2018
ნანახია: 848

ძალიან მკვეთრი ზომებია მისაღები იმისათვის, რომ მომავალში მოხდეს ასეთისამწუხარო ტრაგიკული ფაქტების პრევენცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ უბედურებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„კონსტიტუციაშიც არის შეტანილი ცვლილებები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ამპროცესის ფარგლებშიც უნდა მომზადდეს ინიციატივები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოში შრომითი სტანდარტების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას",- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ დაღუპულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

ცნობისთვის, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე