საფრანგეთს ”ისლამური სახელმწიფოსთან” ბრძოლაში ასადის არმიის ჩართვა შესაძლებლად მიაჩნია

საქართველო, თბილისი - 13:39 | 27.11.2015
ნანახია: 1868

”ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში ბაშარ ასადის არმიის ჩართვა შესაძლებელია. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა RTL-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი აზრით, ”ისლამური სახელმიწფოს წინააღმდეგ აუცილებლია სახმელეთო ოპერაცია. თუმცა საფრანგეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

”ჩვენი სახმელეთო არმია სირიაში არ იქნება, რადგან ეს კონტრპოროდუქტიული იქნებოდა, მაგრამ ის აუცილებელია”, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, სახმელეთო ოპერაციაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს ასადის სამთავრობო ჯარებმა, თავისუფალი სირიის არმიამ და ქურთებმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე