პრეზიდენტი მინდელის შახტაში დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველო, თბილისი - 11:39 | 05.04.2018
ნანახია: 823

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ტყიბულში, მინდელის შახტაში დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

"ამ მძიმე წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს. ტყიბულში დღეს დატრიალებული უბედურება ცხადყოფს იმის, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმე და მიუღებელია. შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს მსგავს ვითარებას სამუშაო ადგილებზე. საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა მივმართოთ შრომის უსაფრთხოების წესების აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ. ვინაიდან ეს აღარ არის მხოლოდ დასაქმებულთა უსაფრთხოების,  არამედ ეს გახლავთ სიკვდილ - სიცოცხლის თემა",- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, მინდელის შახტაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე