აღდგომის დღესასწაულის დღეებში საქართველოს ბანკის და Express ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგი

საქართველო, თბილისი - 11:19 | 05.04.2018
ნანახია: 2127

საქართველოს ბანკმა და Express ბანკმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების მუშაობის განრიგის შესახებ განაცხადა.  6 აპრილი, 8 და 9 აპრილი საქართველოს ბანკის და Express ბანკის გარკვეული სერვისცენტრებისთვის დასვენების დღეები იქნება. შაბათს, 7 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში, დილის 10:00 საათიდან, დღის 14:00 საათამდე, ხოლო Express ბანკის სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე.

მომხმარებელს მოქმედი სერვისცენტრების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის შეუძლია მიმართოს, სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომერზე: 2 444 444. სატელეფონო მომსახურების ცენტრი ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე. ასევე, ინფორმაცია საქართველოს ბანკისა და Express ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგთან დაკავშირებით  ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ ბმულებზე:

საცალო საბანკო მომსახურების  სერვისცენტრების განრიგი: http://bankofgeorgia.ge/retail/ge/about-us/news?n=371

ექსპრეს ბანკის სერვისცენტრების განრიგი:

 http://expressbank.ge/ge/about-express/news?n=216

10 აპრილიდან საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე